“ლელო საქართველოსვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისია შეიქმნას. მისი განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას და ვინ გასცა ბრძანება.
“გამოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია. ინფორმაცია არის დახურული, ქართული ოცნება ითხოვს ყველას შეწყალებას, მაგრამ სანამ შეწყალებაზე იქნება საუბარი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ეს პირები, ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას, ვინ იჯალათა, ვინ გასცა ბრძანება, ამას სჭიდრება დადგენა და შესაბამისად სჭირდება საპრალამენტო კომისიის შექმნა”, – მამუკა ხაზარაძე
ლელო ერთ–ერთია იმ პარტიებს შორის, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის შეთანხმებას, რომელიც 20 ივნისის ამნისტიას ითვალისწინებს. დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ თანხმდება, რა ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს ამნისტია, შესაბამისად პარლამენტში ორი პროექტი იქნება განხილული – ოპოზიციის და ხელისუფლების.