“გამოვიდეს შენი ქმარი და თქვას, რომ მისი მზეთუნახავი ხარ“–გვარამია წულუკიანს

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ამჟამად პარლამენტის წევრ თეა წულუკიანს კიდევ ერთი ფეისბუქ სტატუსით მიმართავს. ნიკა გვარამიამ მისი ცოლის სატელევიზიო გამოსვლის ვიდეო გააზიარა, რომელშიც სოფო ლილუაშვილი თეა წულუკიანის კომენტარს პასუხობს.

“ჩემი მზეთუნახავი ეს არის.
ამ ბრძოლაში ჩემზე მეტის გადატანაც უწევს, ჩემზე ძლიერიცაა და თან ყველაზე ყველაზე ყველაზე ლამაზი, საყვარელი და ჩემიანია.
მიდი, იღადავე წულუკიანო. მეტი რა დაგრჩენია? გამოვიდეს მონასტერში გადახვეწილი შენი ქმარი და თქვას, რომ მისი მზეთუნახავი ხარ. ძაან გამეხარდება და დავალაიქებ, მართლა მართლა“ – წერს ნიკა გვარამია.

 

შეგახსენებთ, რომ წულუკიანი ნიკა გვარამიას ოჯახზე უკანონო თვალთვალში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს -“ ნიკა გვარამიას პერფორმანსი გაბომჟებული საცოდაობაა, მზეთუნახავი ჰყავს სახლში? რატომაა გაღიზიანებული – ასე უპასუხა წულუკიანმა დასმულ კითხვას.ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე არავის გამოუთქვამს ჯერ – ასე გამოეხმაურა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი თეა წულუკიანის კომენტარს.

მოგვიანებით მას გვარამიას მეუღლემაც უპასუხა.

“მინდოდა მეთქვა, ქალატონო თეა, დიახ, თქვენც კი, ხართ თქვენი შვილისთვის მზეთუნახავი, დიახ, თქვენც კი იქნებოდით, როცა პატარა იყავით, თქვენი მშობლებისთვის მზეთუნახავი და მე მგონია, რომ ქალბატონ თეას ელემენტარული ქალური სოლიდარობა და მხარდაჭერა მაინც უნდა გამოეჩინა და ამ ვითარებაში საერთოდ მე, როგორც ნიკა გვარამიას, ცალკე აღებულს, მეუღლეს, ქალს, საერთოდ არ უნდა ვეხსენებინე. მე ასე ვიზამდი”, – ამბობს სოფო ლილუაშვილი