“ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად”,
აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი სამხედროს ტყვედ აყვანა შეძლო.