ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 714 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა.
9 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 374 836
- გამოჯანმრთელებულია – 357 804
- გარდაცვლილია – 5 421
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 23 895, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 758, PCR ტესტით – 10 137
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,64%, ბოლო 14 დღის – 3,47%, ბოლო 7 დღის – 3,89%
- კარანტინის რეჟიმში – 78
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 285
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 936