გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილება მოსახლეობას საფრთხეს უქმნის – Edison Research

ეკლესიასთან დაკავშირებული განწყობები “ედისონ რისერჩმა” “ფორმულას” მიერ დაკვეთილ სატელეფონო გამოკითხვაში გამოიკვლია.

გამოკითხულთა უმეტესობა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას საფრთხედ აფასებს.  კითხვაზე – “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა განაცხადა, რომ მოძღვრებს შეუძლიათ გააგრძელონ ხალხის ზიარება ერთი კოვზით. როგორ ფიქრობთ, უქმნის თუ არა საფრთხეს ეს გადაწყვეტილება ქართულ საზოგადოებას კორონავირუსის პანდემიის დროს – დადებითი პასუხი გამოკითხულთა 60 პროცენტმა გასცა, 40% კი, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

ორგანიზაციამ საქართველოს მასშტაბით 1000 ადამიანი გამოკითხა.