“ამ ქალმა მართლა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიღეო პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმა იკადრა და თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ახლა ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობდა თავის ქვეყანაზე, საკუთარ სამშობლოზე, მოდის და ცდილობს მოაჩვენოს საზოგადოებას, რომ მას ეზეიმება, ამბავში უნდა გაერიოს. […] ლეგიტიმაცია არ აქვს ამ ადამიანს, რომ იქ იყოს, არ აქვს, მას პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს, იმპიჩმენტი მას შემთხვევით ჩვენ არ გამოვუცხადეთ, ბევრი უხერხულობაც ავირიდეთ თავიდან და დავაფიქსირეთ, რომ ეს ადამიანი ვინც აირჩია, იმ ხალხის რჩეულ ხელისუფლებას აღარ მიაჩნია პრეზიდენტად, შესაბამისად, სცენარი როცა გაიწერა, ამ სცენარში მე ვიცი, რომ მთავრობა ამაში ჩართული იყო, ის გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული. ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცეებს ეს არ ვიცი”

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე.