“მთავარი საკითხი იყო, თუ რა იქნება გამოსავალი და ჩემი პასუხი იყო, რომ ესაა სასამართლო სისტემის სრული რეორგანიზაცია და მოსამართლეების თავიდან შერჩევა. მაგრამ ეს გამოსავალი შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სისტემის სიღრმისეული შეფასება, თუ სასამართლო სისტემა და მოსამართლეთა უმრავლესობა აღიარებენ იმ პრობლემებს რაც არის, შეიძლება ამ მოქმედი სასამართლოსგან შედგეს დამოუკიდებელი ინსტიტუტი. მოსამართლეებმა, რომლებმაც იციან ყველაფერი და ინახავენ ამ ინფორმაციას, ეს რაღაც ფორმით უნდა თქვან”
განაცხადა ამის შესახებ, იუსტიციის საბჭოს ახლადდანიშნულმა არამოსამართლე წევრმა, კახა წიქარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.