14 წლის ინდოელმა ასტროლოგმა ბიჭმა, აბიგიამ 2019 წლის 22 აგვისტოს მის იუთუბის არხზე ატვირთა ვიდეო სახელწოდებით სასტიკი საფრთხე მსოფლიოსთვის 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის აპრილამდე. ვიდეოში ახალგაზრდა ინდოელი ასტროლოგი ბევრ საკითხზე საუბრობს, ამავე დროს ამბობს, რომ 2020 წელს ბიოლოგიური ომი მოხდება. თინეიჯერი ასევე წინასწარმეტყველებს, რომ საავტომობილო ინდუსტრია 2020 წელს სერიოზულად დაზარალდება.
“ამ ვიდეოში მინდა მოგიყვეთ საფრთხის შესახებ , რომელიც ემუქრება დედამიწას დროით ჩარჩოში – 2019 წლის ნოემბერსა და 2020 წლის აპრილს შორის. მინდა მოგიყვეთ მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ. ამ წინასწარმეტყველებას ვაკეთებ ასტროლოგიის დახმარებით რომელიც ციური სხეულების მოძრაობას და ურთიერთმდებარეობას შეისწავლის.
სავარაუდოდ კრიზისის კულმინაცია 31 მარტი გახდება, ჩინეთში სერიოზული დაძაბულობა იქნება.
ვიეტნამი, ჩრდილოეთ კორეა, პაკისტანი , აშშ, გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, საუდის არაბეთი. მდიდარი და განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა დანგრეულია, ბევრი ადამიანის ცხოვრება ძალიან შეიცვლება. ეს გლობალური კარმის ანარეკლია და ის არასერიოზულად არ უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, პლანეტები არ აპირებენ ჩვენს მოკვლას და განადგურებას: 29 მაისს პლანეტარული ღერძი იცვლება და მსოფლიოში სიტუაცია გამოსწორდება. მე მჯერა, რომ ყველაფრიდან მოიძებნება გამოსავალი, თუმცა ადამიანებს დიდი ძალისხმევა დაჭირდებათ მის მოსაძებნად.“ – თქვა ბიჭმა.
ვიდეოსთვის თავიდან ყურადღება არავის მიუქცევია, სანამ კორონავირუსის შესახებ არ გახდა ცნობილი, რომელმაც მსოფლიოში ქაოსი გამოიწვია. ებიგიას ვიდეოს ყურების შემდეგ ბევრი ირწმუნება, რომ ახალგაზრდა ასტროლოგმა სწორედ კორონავირუსის ეპიდემია იწინასწარმეტყველა. ვიდეო ინტერნეტში ვირუსული გახდა, ბიჭის პოპულარობა კი იმდენად გაზარდა, რომ დასავლეთის ქვეყნებსაც მიაღწია.
ამის შემდეგ ბიჭმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თქვა, რომ მსოფლიო მომსწრე გახდება იმის, რომ მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში გამწვავების შემდეგ 29 მაისისთვის კორონავირუსის ეპიდემია დასრულდება.
რამდენიმე დღეში კი მან მესამე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს 2020-2021 წლების წინასწარმეტყველებას მიუძღვნა, თუმცა ამ ვიდეოში მანამდელი წინასწარმეტყველების კორექტირებაც მოახდინა და თქვა, რომ 29 მაისს კორონავირუსი კი არ დასრულდება, არამედ შემცირებას დაიწყებს, რაც არ ნიშნავს რომ მაინცდამაინც ამ დღეს დასრულდება და ბევრმა მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა.