გიორგი გახარიას გუნდის წევრი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეს გადაცდომები იყო, თუმცა გამოყენებული ძალა თანაზომიერი იყო.
“მეტი დროის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაიწყო თავდასხმა, ძალადობრივი შტურმი საქართველოს პარლამენტზე, პოლიცია პარლამენტის შენობას იცავდა აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც უბრალოდ შეუძლებელი გახდა ამ ძალადობრივი შტურმის მოგერიება, დაიწყო პოლიციამ აქტიური საშუალებების გამოყენება.
რა თქმა უნდა, ადრეც გვითქვამს და მომავალშიც გავიმეორებთ, რომ იყო გადაცდომები, ამ გადაცდომებზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს. შესაბამისი საქმეებიც მიმდინარეობს სასამართლოში, მაგრამ საბოლოო ჯამში, მთელი ეს პროცესი იყო ლეგიტიმური და გამოყენებული ძალა იყო თანაზომიერი”,– თქვა მან მთავარი არხის ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ უკანონო ბრძანებები გავრილოვის ღამეს არ გაცემულა.