თეოლოგი ბასილ კობახიძე წერს, რომ ეხმიანება საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება და პატრიარქი სამებაში კომენტანდის საათის დროს მივა. მისი თქმით, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაში ვცხოვრობთ.
კობახიძე ამბობს, რომ მარტო ადგომაზე არ დაინფიცირდება ხალხი, არამედ დღესაც, ხვალაც.
,,თქვენ, ვინც ამას კითხულობთ, ხომ ხართ ნორმალური ხალხი, ხომ ხედავთ მარტო დღეს რამდენი ხალხი შეიკრიბა ეკლესიებში, ხომ იცით რომ ეპიდაფეთქება იქნება. მართლა გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაში ვცხოვრობთ. ხომ იცით რომ მარტო ადგომაზე არ დაინფიცირდება ხალხი, არამედ დღესაც, ხვალაც, რადგან საპატრიარქო ოფიციალურად იწვევს ხალხს რომ მრავალჯერ შეიკრიბონ და არავინ იღებს ხმას”,- აცხადებს ბასილ კობახიძე.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის, კარანტინისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, საპატრიარქო აცხადებს, რომ სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, პატრიარქი ილია მეორე კი ლიტურგიაზე აღდგომის წინა ღამეს, კომენდანტის საათის დრო, 23:00 საათზე მივა და ლიტანიობა ამ დროს დაიწყება. დღეს არქიდიაკონმა დემეტრემ სამებაში შეკრებილ მრევლს ვნების კვირეულის განრიგი გააცნო.