თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამშვილის თქმით, გამოძიებას თამარი გადაადგილების ახალი მარშრუტი მიაწოდა. მისი თქმით, გამოძიება კამერებს დღეს ამოიღებს.
„ახალი მარშრუტი არსებობს, ეს მარშრუტი პირად მე მივაწოდე იმიტომ, რომ არცერთ შუამდგომლობაში და არცერთ განჩინებაში ეს კამერები მითითებული არ არის, რომ ამოეღოთ. უნდა წავიდნენ დღეს, ამოიღონ და გადაამოწმონ, იყო თუ არა ამ ლოკაციაზე“, – განაცხადა რამიშვილმა. მისი თქმით, ავტომობილის ექსპერტიზა უახლოეს დღეებში დაიწყება.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ცნობისთვის, დღეს ბაჩალიაშვილის მშობლები შინაგან საქმეთა სამინისტროში იყვნენ მისული. ისინი იმ კითხვების დასასმელად მივიდნენ, რაც გუშინ “შაბათის ფორმულამ” გაასაჯაროვა. ტელევიზიამ ბაჩალიაშვილის მკვლელობის ახალი მოტივის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე. რა შინაარსის იყო კომპრომატები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა, უცნობია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.