გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე 2 პირს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, ერთს 4 წლით, ხოლო მეორეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პატიმრობაში 4 პირი იმყოფებოდა.

ცოტნე გამსახურდია გასული წლის 19 დეკემბერს დაჭრეს.