“გამყალბებელი ციხეში” – ცესკოს შენობასთან აქცია იმართება

ცესკოს შენობასთან აქტივისტები და მოქალაქეები აქციას მართავენ. ისინი თამარ ჟვანიას გადადგომას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ. ისინი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით მივიდნენ ცესკოს შენობამდე.

ძალოვანმა უწყებებმა შენობის წინ რკინის ბარიკადები აღმართეს, რათა მოქალაქეებს ახლოს მისვლის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. მობილიზებულია ათობით სამართალდამცავი.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არალეგიტიმურად მიიჩნევს და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.