სტუდია მონიტორის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ და მისმა თანამშრომლებმა 25 სექტემბერს ველისციხეში, ერთ-ერთ რესტორანში რეგულაციების დარღვევით იქეიფეს.
სტუდია მონიტორის ცნობით, წყარომ მათ მიაწოდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ NCDC-ის თანამშრომლები “მარან ველისციხურში” სადილობისას რეგულაციებს არღვევენ. მათივე ინფორმაციით, მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში სკამების საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს 1 მეტრი, რაც რესტორანში დაცული არ იყო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში მთ განუცხადეს, რომ იქ მყოფი ადამიანები აცრილები არიან და ღია სივრცეში მოქმედ რეგულაციებს არ არღვევენ.