დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ადამიანები აცრის წინ გამოკვლევებს იტარებენ, რაც საჭირო არ არის.
მისი თქმით, თუ ვაქცინაციისას, კითხვარის შევსებისას ექიმი მათ ასეთ რჩევას მისცემს, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაიარონ დამატებითი კონსულტაცია.
“იმუნიზაციის პროცესში უმრავლეს შემთხვევებში წინასწარი გამოკვლევები საჭირო არ არის. მოგეხსენებათ, როცა აცრას გადაწყვეტს ადამიანი და მიდის ამცრელ კაბინეტში, მას ეძლევა გარკვეული კითხვარი, რომელსაც ასტრაზენეკასთან დაკავშირებით, შევთანხმდით, რომ კიდევ დაემატება 4-5 კითხვა.
ამ კითხვებზე გამოცდილი ექიმი თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ დამატებითი კონსულტაცია ალერგოლოგთან არის საჭირო ან ჰემატოლოგთან, როცა საუბარია შესაძლო თრომბოზულ გართულებებზე, რა თქმა უნდა, ის შეაჩერებს და გადაამისამართებს დამატებითი კვლევებისთვის.
მაგრამ ადამიანმა თავისი შეხედულებით რომ წინასწარ ჩაიტაროს და ახლა ვიცით, რომ მთელი ამბავია, დე დიმერს იკვლევს ყველა, კოაგულოგრამას იკეთებს ყველა, დამერწმუნეთ, ეს არ არის საჭირო, ამას გადაწყვეტს თქვენი ოჯახის ექიმი, შეგიძლიათ, მას წინასწარ გაესაუბროთ და ის მოგცემთ რჩევას, თუ საჭიროა”,– ამბობს გამყრელიძე ფორმულას ეთერში.