“ჯოგური იმუნიტეტი რომ შეიქმნას, მოსახლეობის 60% უნდა გაჯერდეს”- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია იგეგმება. გამყრელიძის თქმით, საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად აცრა მოსახლეობის 60%-ს მაინც უნდა გაუკეთდეს. ვაქცინაცია 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებზეა გათვალისწინებული.ვაქცინაციის ხარჯები 65 მილიონიდან 170 მილიონამდე მერყეობს. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია რთული იქნება, თუმცა შესაძლებელია.
“ჯერჯერობით 18 წლამდე ასაკის მოსახლეობაზე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციაზე. ჩვენ რომ ვამბობთ, კოლექტიურ, საზოგადოებრივი იმუნიტეტის, ჯოგური იმუნიტეტი რომ შეიქმნას, მოსახლეობის 60% უნდა გაჯერდეს, რომ იყოს იმუნური ფენა, რათა ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ”, – განაცხადა გამყრელიძემ ვაქცინაციის გეგმის წარდგენისას გამართულ ბრიფინგზე.