გამყრელიძე: რეინფიცირების შემთხვევები არ მიდის მსუბუქად, ტენდენცია გახშირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში განმეორებით ინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიდის.

„ე.წ. საეჭვო რეინფიცირებაზე გვქონდა რამდენიმე ათეული შემთხვევა, დაახლოებით 50-ზე ზემოთ. შემდეგ გაფილტვრით ამ რიცხვმა დაიკლო და ნამდვილი რეინფიცირება 2 კვირის წინანდელი მონაცემებით, დადგინდა 3 თუ 5 შემთხვევა.

არ მინდა, რომ შემეშალოს ციფრი, რადგან ყოველდღიურად იცვლება და ახლაც კვლევაშია რამდენიმე ათეული შემთხვევა რეინფიცირების. ზოგადად, ვიტყვი, რომ ტენდენცია გახშირდა და რეინფიცირების შემთხვევები არ მიდის მსუბუქად”,- ამბობს ამირან გამყრელიძე.