დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირამ გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, საფლავზე არ იქეიფონ.
“აღდგომის შემდგომ, ბრწყინვალე შვიდეულს რასაც ვეძახით, ნუ წავალთ ღვინით და საჭმელებით, გავიდეთ ჩვენს მიცვალებულებთან, სანთელი დავანთოთ და კვერცხი გავაგოროთ, არ გვინდა იქ ქეიფი და სმა.
ამას არც ეკლესია მოგვიწოდებს და არ მოგვიწონებს. არ გვინდა ეს”,- ამბობს გამყრელიძე.