“გამყრელიძე ქართული ოცნების აქტივისტად და დანამატად გადაიქცა”- ამის შესახებ, სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ქართული ოცნების “აქტივისტად და დანამატად” იქცა.
“ჩემი პასუხი ქალბატონ ტიკარაძესა და ბატონ გამყრელიძეს, თავიანთი საქმიანობა შეასრულონ ეფექტურად. რას გააკეთებენ ოპოზიციური პარტიები, ეს უკვე ჩვენი გადასაწყვეტია ამ საკითხს მიხედონ და ოპოზიციური პარტიები ჩვენ თვითონ დავლაგდებით. არცერთი ოპოზიციური პარტია არ გადის კანონის ჩარჩოდან, ასევე მოვუწოდებ მათ”, – აღნიშნა ჩიხლაძემ.