დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 4,3%-ია.
“იანვარ-თებერვალში დადებითობის მაჩვენებელი არის 7,3% და ეს მაჩვენებელი ნოემბერში იყო 25-30%. სერიოზული კლება გვაქვს. დღეს დილისთვის დადებითობის პროცენტი ქვეყნის მასშტაბით არის 4,3. ბოლო 14 დღის განმავლობაში გვაქვს 4,6% და ბოლო 7დღის განმავლობაში გვაქვს 3,87% ანუ ჩამოცდა ქვეყნის მასშტაბით 4%-ს. დღეს დილისთვის აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 1%, რაც ძალიან კარგია, თბილისში – 5%, იმერეთში – 6%, ქვემო ქართლში – 3%. 14 დღის მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს 2%, თბილისში – 4%, იმერეთში – 6% და ქვემო ქართლში – 4%. ხაზს ვუსვამ, რომ მთლიანად ქვეყანაში და განსაკუთრებით ამ დიდ ქალაქებში პოზიტიური დინამიკა გვაქვს, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, მან საზოგადოებას პირბადის აქტიური გამოყენებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პირბადე დღემდე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ მძლავ იარაღად რჩება.
„ქვეყანა წავიდა შემსუბუქებისკენ და იგრძნობა, ილუზია იქმნება, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი, დაახლოებით ისე, როგორც ზაფხულში გვქონდა. ჩვენ დეკემბერ-იანვარში 72%-ზე ავედით პირბადის ტარების მაჩვენებლით, რაც ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რამაც განაპირობა მაჩვენებლების შემცირება. კიდევ ერთელ მოვუწოდებ მოსახლეობას და ვთხოვ, ჩვენ პირბადე დაგვჭირდება ეს გაზაფხული და შემდგომ კიდევ ვიმსჯელოთ, როგორ იქნება დინამიკა. აუცილებელია, ყველგან პირბადის ტარება. ეს არის მთავარი დამცავი და პრვენციული საშუალება ინფექციის შემდგომი გავრცელების.
მიუხედავად იმისა, რომ თებერვლს მეორე ნახევარში დავიწყებთ დიდი ალბათობით პირველ პარტია ვაქცინაციას, შემდეგ მარტში იქნება შედარებით უფრო დიდი პარტიები და ვაქცინაცია აქტიურად წარიმართება ქვეყანაში, მიუხედავად ამისა, პირბადე მაინც რჩება პრევენციის ერთ-ერთ მძლავრ იარაღად“, – განაცხადა გამყრელიძემ.