დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისიდან საქართველოში 3 600 000 დოზა 4 დასახელების ვაქცინა შემოვა
„ქვეყანაში ივლისიდან არსებობს უკვე გარანტირებული შემოსვლის გრაფიკი და გარანტირებული კონტრაქტები, რომ 4 თვის განმავლობაში – ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი ქვეყანაში შემოვა 3 600 000 დოზა 4 დასახელების ვაქცინა. ბოლო კვლევებით საქართველოს მოსახლეობის 49% გამოთქვამს სურვილს, რომ აიცრას, დაახლოებით, 20% მერყეობს და დანარჩენი ამბობს, რომ არ აიცრება. ჩვენთვის მთავარია, ამ 49%-ს მივცეთ საშუალება, რომ ადვილად აიცრან, იმ 20%-ზე მედიასთან ერთად საინფორმაციო კამპანიებით ვიმუშაოთ და დავარწმუნოთ, რომ აცრაზე უკეთესი არაფერი არ მოუგონია კაცობრიობას“, – განაცხადა გამყრელიძემ.