უკრაინის განადგურებულ და ოკუპირებულ საპორტო ქალაქ, მარიუპოლის სრულ აღდგენას 7-10 წელი და 14 მლრდ დოლარზე მეტი დასჭირდება. ინფორმაციას ამის შესახებ, ქალაქის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ავრცელებს.
ბოიჩენკო აცხადებს, რომ ქალაქში რუსული აგრესიის გამო, 1356 მრავალსართულიანი შენობა და კერძო სახლების 40% განადგურდა, მათი უმრავლესობა კი რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება.
”მჯერა, რომ ერთად გავაცოცხლებთ მარიუპოლს და კიდევ უფრო უკეთესს გავხდით“ – აცხადებს ბოიჩენკო.
მარიუპოლის მერი აცხადებს, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკმა და მსხვილმა უკრაინულმა ბიზნესებმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა მარიუპოლის აღდგენაში დახმარებისთვის.