განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეწოდებოდეს მეცნიერების და განათლების სამინისტრო – ზილფმიანი

ევროპელი სოციალისტების წევრს დავით ზილფმიანს განათლების სამინისტროს სახელწლოდების ცვლილება სურს.

“უფრო უპრიანი ხომ არ არის, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო იწოდებოდეს საქართველოს მეცნიერების და განათლების სამინისტროდ? იმიტომ რომ უფრო მეტ ქვეყანაში, სადაც ეს ორი სამინისტრო ერთად არის, ჯერ მეცნიერებაა და ჟღერადობისთვისაც უფრო უკეთესია. უბრალოდ ინფორმაციისთვის. თუ საწინააღმდეგო არ იქნება, მე მგონი არაფერი იცვლება და ამის შეცვლა შესაძლებელი იქნებოდა”,– მიმართმა მან პარლამენტის თავმჯდომარეს.

არჩილ თალკავაძემ მას უპასუხა, რომ ასეთ ცვლილებას ვერ განახორციელებენ.