NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით თავდაცვით სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებს აგზავნის.
“ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომის მიღებას ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ განვათავსებთ დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო აქტივებს. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა ყველა გაუთვალისწინებელ გარემოებაზე პასუხისთვის.
დღეს ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით. ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენი თავდაცვითი გეგმის შესაბამისად, დავიცვათ ყველა მოკავშირე, გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები ალიანსის მასშტაბით შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერების მიზნით. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციური” – ნათქვამია განცხადებაში.
იენს სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ხვალ, 25 თებერვალს NATO-ს საგანგებო სამიტი დისტანციურად გაიმართება, სადაც მსოფლიო ლიდერები, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საკითხზე იმსჯელებენ.