“განვასხვავოთ კადიროველები ჩეჩნებისგან, ნუ შეურაცხვყოფთ მუსლიმ ძმებს” – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
”მინდა, დღეს გესაუბროთ ისეთ მუქარებზე, როგორიცაა კადიროველების ღორის ტყავში გახვევა და დაცინვებზე, რომ მათ უნდა აჭამოთ სალა და დაათროთ არყით და ა.შ. უპირველეს ყოვლისა, ამით თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ მსოფლიოს ყველა მუსლიმს, მათ შორის მათ, ვინც ეხმარება უკრაინას. მერე მეორე, ამით შეურაცხყოფას აყენებთ თქვენს თანამებრძოლებს, უკრაინელ მუსლიმებსა, თუ სხვა ეროვნების მუსლიმებს, რომლებიც თქვენთან ერთად იბრძვიან რუსების წინააღმდეგ, მათ შორის ჩეჩნებიც. ამიტომაც, მოდით, გავარჩიოთ ჩეჩნები კადიროველებისგან და მოდით, შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ მუსლიმებს მათი რელიგიური მრწამსის გამო, ან იმ რაღაცებით, რაც მათი რწმენისთვის მნიშვნელოვანია, მხოლოდ იმის გამო, რომ გადავწყვიტეთ, ვაწყენინოთ კადიროველებს. მათ უნდა ვებრძოლოთ საბრძოლო ველზე. მათთვის რელიგიურ ნიადაგზე დარტყმა, ეს ჩვენი საქმე არაა.
კავკასიურ ანდაზას გეტყვით, ამბობენ, რომ ეს ჩეჩნური ანდაზაა: “კაცი ის კი არ არის, ვინც ბრძოლა იცის, კაცი ისაა, ვინც ზუსტად იცის, ვინ არის მისი მტერი”. მტერს კონკრეტული ნიშნები ახასიათებს. არ აურიოთ ერთმანეთში ჩეჩნები და კადიროველები. ეს ორი სხვადასხვა რამეა. შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ძმებს, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას მათ, ვინც გვეხმარებიან ფინანსურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ჰუმანიტარულად. და შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ნახევარ მილიარდ ადამიანს, რომელსაც ისლამის სწამს. არ გინდათ ამის გაკეთება.”- განაცხადა არესტოვიჩმა.