განვიხილეთ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვითი თანამშრომლობა – ზელენსკი ჯონსონს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი,  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, სატელეფონო საუბრის შემდეგ Twitter-ზე წერს, რომ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვითი თანამშრომლობა განიხილეს.

”მე ვაგრძელებ კავშირს ბორის ჯონსონთან. ვისაუბრეთ ალყაში მოქცეულ ქალაქებში არსებულ კრიტიკულ ჰუმანიტარულ ვითარებასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გავცვალეთ.  ჩვენ განვიხილეთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.”