“განზრახ გავაკეთეთ” – მდინარაძე ენმ-ისთვის პარლამენტში სიტყვის არ მიცემაზე

“განზრახ გავაკეთეთ” – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რატომ არ მიეცათენმ-ის  წევრებს და მის თავმჯდომარე ნიკა მელიას გუშინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა.

“გულწრფელად რომ ვაღიარო, სახტად დარჩენილი ნაცმოძრაობის წარმომადგენლებიც იყო ასევე პირადად ჩემი და ჩვენი მიზანი, რომ ეს გაგვეკეთებინა. ეს იყო პროცედურული სვლა. არ მინდა, რომ რაღაც ფორმალურ დეტალებზე გავამახვილო ყურადღება იმიტომ, რომ მართლაც ეს განზრახ გავაკეთეთ. გუშინ განიხილებოდა თუ დღეს დილიდან ეს საკითხები ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ემზადებოდნენ რაღაც პერფორმანსებისთვის და ეს გავაკეთეთ სპეციალურად”, – განაცხადა მდინარაძემ.