განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. უცნობია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციას სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებული ჰყავს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.