”განსაკუთრებული გონიერებით მოქმედებს” – მარგარიტა სიმონიანი კალაძეს აქებს

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი, თბილისის მერს, კახი კალაძეს აქებს. ამის შესახებ სიმონიანი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს.

სიმონიანი კახი კალაძის  მიერ  რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აზიარებს და წერს: “საქართველო ამ სიტუაციაში განსაკუთრებული გონიერებით მოქმედებს”

ცნობისთვის, კალაძემ, სამთავრობო ტელევიზიაში თქვა, რომ სანქციების დაწესებით საქართველოს ხელისუფლება დააზიანებს “გაჭირვებულ ხალხს,  ვინც 24-საათიან რეჟიმში შრომობს, იმისთვის, რომ ოჯახში რაღაც პატარა ლუკმა-პურის ფული შეიტანოს”.