“განულებულ ბოკერიასთან ფრთხილად ბატონებო! “რეინკარნირებას” აპირებს”- ამის შესახებ, პარტია კანონი და სამართალის ლიდერი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
”მე ხომ თავი ყულფში უნდა გავყო ხოლმე ჰოდა “სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო” (ისე, გაქცევა სიმართლისგან არასოდეს მიცდია და არც ახლა ვაპირებ) მოკლედ ასეა: აი ახლა მართებს ხალხს დიდი გამჭრიახობა, ისე როგორც არასდროს. განულებულ ბოკერიასთან ფრთხილად ბატონებო! “რეინკარნირებას” აპირებს – სურვილი აქვს, ზუსტად აი ზუსტად ვიცი, ყველაფერზე მიდის (სასაცილო და “ძველი” ილეთებია) დანარჩენს მოგვიანებით მოგახსენებთ” – აცხადებს ჩარკვიანი.