განცხადება, რომ თავად ამბობენ უარს ამ დახმარებაზე არის სასაცილო გადაწყვეტილება – კუბილიუსი “ქართულ ოცნებაზე”

განცხადება, რომ თავად ამბობენ უარს ამ დახმარებაზე არის სასაცილო გადაწყვეტილება – ამის შესახებ, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “მთავარ არხთან”, ინტერვიუში საუბრობს და საქართველოს მთავრობას ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის გამო აკრიტიკებს.

”ტრადიციულად, როდესაც  ევროპული დახმარების გამოყოფა ხდება, მას ახლავს კონკრეტული პირობები, რაც ამ შემთხვევაში სასამართლოს გაჯანსაღებას და დემოკრატიული რეფორმების  გატარებას გულისხმობს.  თუკი მთავრობა უარს ამბობს დაპირებული ვალდებულებების შესრულებაზე, წესი მარტივია, მაშინ ევროკავშირი ამ დახმარებას აჩერებს. ამიტომ საქართველოს  ხელისუფლების განცხადება, რომ ისინი თავად ამბობენ უარს ამ დახმარებაზე არის სასაცილო გადაწყვეტილება, ამას ყველა ხვდება. სამწუხაროა რომ საქართველოს მთავრობა კანონის უზენაესობის ევროპული  სისტემის შექმნაში პროგრესს ვერ აღწევს” – ამბობს კუბილიუსი.