“ჩვენ ამ განცხადებებს ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო გადატრიალებას და ქართული ისტორიული განვითარების ხაზის რადიკალურ მცდელობას. ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში. ერთის მხრივ, ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა, მაგრამ სინამდვილეში ევროინტეგრაციული ხაზისთვის ძირის გამოთხრის პოლიტიკა, რომელსაც რეალურად ის დაადგა აბსოლუტურად ღიად და სწორხაზოვნად.
ხელისუფლების მიტაცების სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენას, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასასრულს, უვიზო რეჟიმის გაუქმებას, რაც გამოიწვევს ქართველი ახალგაზრდების შეზღუდვას და სასწავლებლად ისინი ვერ წავლენ ვერსად რუსეთის და რუსული გავლენის ქვეყნების გარდა.
გუშინდელი გამოსვლის მერე, ზიზღითა და შუღლით სავსე გამოსვლის, რეპრესიების მომწოდებელი გამოსვლის, იზოლაციონიზმის დამაანონსებელი გამოსვლის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ საკითხი აღარ ეხება მხოლოდ რუსულ კანონს, მეტიც საკითხი აღარ ეხება არც ევროინტეგრაციას. საკითხი ეხება საქართველოს ისტორიული ხაზის და განვითარების სრულიად რადიკალურად შეცვლას.
მკაფიოდ კოორდინირებული ქმედებებით, არამხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, ქართული საზოგადოების, ქართველი პატრიოტების, საქართველოს მომავალზე მზრუნველი ადამიანების, მხოლოდ ასე და ამგვარად არის შესაძლებელი რუსული ხელისუფლების დამარცხება. სისტემა უნდა დაინგრეს. ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს. სამშობლო საფრთხეშია, ჩვენ ის უნდა გადავარჩინოთ.
ყველაფერს გავაკეთებთ სხვებთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება დამთავრდეს, რომ რუსული ხელისუფლება საქართველოდან წავიდეს ერთხელ და სამუდამოდ”,
პარტია ახალი ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება