გარდაიცვალა აშშ-ს პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი

84 წლის ასაკში აშშ-ს პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი კიბო გახდა. გარდაცვალება დაადასტურა ოჯახმა.

ოლბრაიტი იყო პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ცენტრალური ფიგურა. ის მხარს უჭერდა ნატოს გაფართოებას და უბიძგებდა ალიანსს ჩარეულიყო ბალკანეთში გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად, ცდილობდა შეემცირებინა ბირთვული იარაღის გავრცელება და მხარს უჭერდა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას მთელს მსოფლიოში.

1993-97 წლებში ის გაეროში აშშ-ის ელჩი იყო, ხოლო 1997-დან 2001 წლამდე სახელმწიფო მდივნის პოსტი ეკავა.