გარდაიცვალა თამაზ მეჭიაური

გარდაიცვალა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური. მას 27 აინვარს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის დამძიმების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით მას ფილტვების 85%–იანი დაზიანება ქონდა. მეჭიაური პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძე ამბობს, რომ თამაზ მეჭიაურს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. თამაზ მეჭიაური 67 წლის იყო.ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ფეისბუქზე მისმა შვილმა გაავრცელა.