გარდაიცვალა მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი

55 წლის ასაკში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.

ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.

ზურა ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდები 14 და 15 სექტემბერს, დაკრძალვა კი 16 სექტემბერს გაიმართება.