გარდაიცვალა პოეტი და პროზაიკოსი გივი ალხაზიშვილი

77 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და მთარგმნელი გივი ალხაზიშვილი.  ამის შესახებ ინფორმაცია მისივე Facebook გვერდზე გავრცელდა.

გივი ალხაზიშვილს გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: მოგონებათა ქალაქი (1975), უცხო ფრინველი (1975), ლექსები პოემა (1977), წარსულის სარკმელი (1980), დიალოგი ფიქრში (1981), თვალი – სულის სანთელი (1982), ქარის დევნა (1983), შენ ყოველივეს ხედავ, ცაო(1985), სიტყვების მოლოდინი (1987), აღმოცენება(1987), გული ანათებს (1989), ღამეთა ფერფლი (1990), მხოლოდ სიყვარულზე (1990), სინათლე წვეთში(1995), გამოსვლა უდროობიდან (1998), ერთტომეული(1998), გაღწევის სურვილი (2005), ქორონიკონი (2006), ქორონიკონი 2007 (2008).

1998 წელს წიგნისათვის “გამოსვლა უდროობიდან” მიენიჭა აკაკი წერეთლის სახელობის პრემია. 1999 წელს ამავე წიგნისთვის გადაეცა სახელმწიფო პრემია.

2011 წელს ლექსების კრებულისთვის – “ჩაბრუნებული მზერა” პრემია საბა მიიღო.