”გადმოსვენებაში დახმარება იქნება ეს თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ვინ, როდის და რამდენჯერ მოვიხსენიებთ ლოცვებში გარდაცვლილების სულებს, თუ საერთოდ ვინმე მოიხსენიებს თუ არა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის, რისი გაზომვითაც დაკავებული უნდა ვიყოთ. ეს არ არის საკადრისი საქციელი. პასუხი უნდა გაეცეს იმ მცდელობებს, რომ რაღაცნაირად ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური ამბავი შეიქმნას და ვინმემ ამ უმძიმესი ტრაგედიებით ქულები დაიწეროს. ქულები დაიწეროს-თქო იმიტომ ვამბობ, რომ ყველა ხვდება, რომ ზესახელმწიფოების ხელმძღვანელებიც კი, რომლებიც მათ შორის უკრაინას იარაღით ეხმარებიან და საქართველოსგან განსხვავებით ამის ფუფუნება აქვთ, თავშეკავებულები არიან, როდესაც საქმე მოხალისეების უკრაინაში ბრძოლას ეხება. ვერ და არ აკეთებენ ამას, რადგან ეს არის აბსოლუტურად, რაციონალურად სწორი, საღი გადაწყვეტილება და დამოკიდებულება, რომ პრაქტიკულად მხარეს გამოიყვანონ საკუთარი ქვეყნები. უბრალოდ წარმოუდგენელია, დღეს საქართველოში მოითხოვო იმის ფორმალიზება, რომ რაღაცნაირად ჩვენი ქვეყანა ამ შეიარაღებული კონფლიქტის ნაწილად და მხარედ იქცეს. არა, ეს არ იქნება. გარდაცვლილების სულებისთვის ყველაზე დიდი პატივისცემა და პატივის მიგება იქნება, თუკი ჩვენ შევძლებთ და საქართველოს ომში ჩათრევას ავარიდებთ. თუ ამ ქვეყანაში მშვიდობის დაცვას მოვახერხებთ, რა თქმა უნდა, ეს არის იმ ადამიანების ხსოვნის დაფასება, რომლებსაც დღეს საქართველო დასტირის.”
ამბობს ქართული ოცნების წევრი მიხეილ სარჯველაძე.