გარეჯში მომხდარი ინციდენტი პატრიარქის წახალისებულია! – თორნიკე მამალაძე თავდასხმაზე

“გარეჯში მომხდარი ინციდენტი პატრიარქის წახალისებულია! “- ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე სოცუალურ ქსელში წერს, რითიაც დავით გარეჯში, ივერი მელაშვილზე და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე სასულიერო პირებისა და ადგილობრივების თავდასხმას ეხმაურება.

”დავით გარეჯში მომხდარი ინციდენტი, რომ ჟურნალისტებს სასულიერო პირები თავს ესხმიან არის პატრიარქის წახალისებული! სააღდგომო ეპისტოლიდან რამდენიმე დღეში შედეგი გამოიღო მისმა თავდასხმამ თავისუფალ მედიაზე! სოლიდარობა ყველა ჟურნალისტს!”- წერს თორნიკე მამალაძე.