გარკვეული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად მუშაობენ, რომ მოსახლეობას კორონავირუსის არსებობის არ სჯეროდეს – იმნაძე

“გარკვეული მედიასაშუალებები უკვე მიზანმიმართულად მუშაობენ, რომ მოსახლეობას არ სჯეროდეს კორონავირუსის არსებობის,” –  ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“  განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ხალხის ნაწილზე, სამწუხაროდ, ეს პროპაგანდა მუშაობს და შემდეგ ეს იწვევს სწორედ იმას, რომ, გამოკვლევებისას, მოსახლეობის ნაწილის დამყოლობა არაა საკმარისი. შესაბამისად, გვიწევს ხოლმე, რომ მკაცრი საკარანტინო ზომების გატარება ვურჩიოთ მთავრობას. სამწუხაროდ, საინფორმაციო გარემო წალეკილია არასწორი ინფორმაციით. პირდაპირ ვიტყოდი, რომ ამაზე მთელი ტროლების ფაბრიკები მუშაობს – არა მარტო რუსული ან სხვა, არამედ, აქაც, საქართველოშიც“ – განაცხადა პაატა იმნაძემ