“20-დღიანი ღია ომი. გამძლეობისა და გმირობის 20 დღე. 20-დღიანი ბრძოლა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ასრულებენ დასახულ ამოცანებს. შევაჩერეთ აგრესორი, განვათავსეთ რეზერვის ნაწილები და გარკვეული მიმართულებით გადავედით კონტრშეტევაზე.

სამწუხაროდ, ზარალს ვიღებთ, თუმცა ის მტერზე რამდენჯერმე მცირეა. მაგრამ თითოეული ჩვენი მეომრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ფასდაუდებელია.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. გპირდებით, რომ შურს ვიძიებთ თითოეულ ჩვენს და-ძმაზე, მშვიდობიან უკრაინელებზე, ჩვენს შვილებზე”

აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალერი ზალუჟნი.