“ფრონტზე სიტუცია არსებითად არ შეცვლილა. სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი და დონბასის ქალაქები ოკუპანტის მთავარი სამიზნეა. გარკვეული პოზიტივი გვაქვს ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც ოკუპანტების გეგმის ჩაშლა ხერხდება. თანდათან წინ მივიწევთ ხარკივში, ვათავისუფლებთ ჩვენს მიწებს. თავდაცვას ვინარჩუნებთ მიკოლაევის მიმართულებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს დამცველს, რომელთა წყალობითაც ეს შესაძლებელი გახდა, რომელთა დამსახურებითაც უკრაინამ გაუძლო ფართომასშტაბიანი ომის 106 დღეს”,
აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.