„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ ეს ოპოზიცია არის შინ გაკოტრებული და გარეთ ეჭიდება ხავსს, გარეთ ეძებს მხარდაჭერას, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ იმედი არჩევნების, არ აქვთ იმედი, რომ საზოგადოება მათ მხარს დაუჭერს, ეს ნახეს 9 არჩევნებში, ეძებენ დასაყრდენს გარეთ და გარეთ ატარებენ საარჩევნო კამპანიებს. ამის შესახებ მტკიცებულებები გამოაქვეყნა არაერთმა მხარემ, მათ შორის, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ამერიკის მთავრობამ პირდაპირ მტკიცებულებები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ საქართველოს გაშავებაში და იმის მოსაყოლად მთელი მსოფლიოსთვის, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა ევროპას ჩამოაშორა და სხვა ორბიტაზე გადაიყვანა და თითქოს ეკონომიკა გაჩერდა და ქვეყანაში უკვე დემოკრატიას პულსი აღარ ესინჯება, ამაში იხდიდნენ მილიონებს, მილიონები აქვთ გადახდილი და ჯერ კიდევ წინ არის და მალე ალბათ გამოქვეყნდება ახალი მტკიცებულებებიც. როგორც ჩანს ეს კონტრაქტები ჯერ არ არის ამოწურული, კიდევ რჩებიან მწერლები და მოსაუბრეები, გაზეთები და ტელევიზიები და პოლიტიკოსებიც ევროპარლამენტში, რომლებიც გამოირჩევიან ანტიქართული რიტორიკით და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ საქართველოს ევროპული მომავალი დაებლოკათ იმის ფასად, რომ როგორმე „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნებულიყო, როგორც ჩანს ამ ხალხს კონტრაქტები, ჯერ ამოწურული არა აქვთ და კვლავ წერენ და კვლავ ცდილობენ ცრუ ნარატივის გავრცელებას, რომელსაც წარსულში, წინა წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი და მიუნხენის კონფერენციის ერთ-ერთი ანგარიშიც სწორედ ამის დასტურია“

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.