გარკვეულ ტერიტორიებზე ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა

გარკვეულ ტერიტორიებზე მანქანების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო იქნება – ​პარლამენტმა ცვლილებები, მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო.

1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო იქნება.

განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი დადგინდეს ან დამატებითი მოთხოვნა დაწესდეს, სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებთან ერთად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ.

აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება – სანქციად წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 5 ქულით შემცირება.