ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურებზე კონსულტაციების მიმდინარეობს და დარწმუნებულია, რომ ის ღირსეული იქნება.
მისივე შეფასებით, გასაკვირი არ იქნება მინისტრად არჩილ თალაკვაძის დანიშვნა, რადგან მას ჯანდაცვასთან დაკავშირებული გამოცდილება აქვს.
“მნიშვნელოვანი არის, რომ მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები. ვინაიდან, ჯანდაცვა უპირველეს ყოვლისა და მით უმეტეს პანდემიის პერიოდში, მოითხოვს თანაბარი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგას.
არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება ჯანდაცვის სხვადასხვა ღონისძიებებს, ვინაიდან, მისი ბექგრაუნდი არის ჯანდაცვასთან დაკავშირებული, ასევე მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, როდესაც ის პენიტენციურ სამსახურში მუშაობდა C ჰეპატიტთან ურთიერთობის. აქედან გამომდინარე, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, თუმცა ამ ეტაპისთვის მე თვითონ ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ,” – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
ცნობისთვის, 9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძე გადადგა. თანამდებობის დატოვების მიზეზებზე მას ამ დრომდე არ უსაუბრია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ეს მასსა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებას უკავშირდება. ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას თვის ბოლომდე შეასრულებს.