გასულ კვირაში გამოიკვეთა ფრანკლინის კლუბის აქტივობა. ფრანკლინის კლუბი არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება. მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია Atlas Network-ი, რომელიც წარსულში ძალადობრივ და არაძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ასევე აქტიურად მუშაობდა ბრექსიტზე, ანუ, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფაზე. ფრანკლინის კლუბი პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს, როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას. სტუდენტების მობილიზება ხდება არსებითად ორი უნივერსიტეტის ბაზაზე. ეს არის კახა ბენდუქიძის მიერ ერთ დროს 1 ლარად მითვისებული თავისუფალი უნივერსიტეტი და გიული ალასანიას მიერ ასევე 1 ლარად მითვისებული საქართველოს უნივერსიტეტი. აქტივობისთვის ფრანკლინის კლუბი აქტიურად იყენებს საქართველოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას. კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ორივე აღნიშნული უნივერსიტეტის რექტორები, ვატო ლეჟავა და კონსტანტინე თოფურია, აგრეთვე სხვა რეაქციონერი ნაციონალები, როგორებიც არიან ლევან რამიშვილი, გია ნოდია და სხვები. ფრანკლინის კლუბში ტრენინგებს ატარებენ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი მელაძე და ოპოზიციის სხვა ექსტრემისტი ლიდერები, რომლებიც მსმენელებს რევოლუციურ გეგმებზე აქტიურად ელაპარაკებიან.