გასულ ღამეს რუსების მიერ გაშვებული 8 “შაჰიდიდან” 7 ჩამოვაგდეთ – უკრაინა 10:35, 28-12-2023 ირანული დრონის Shahed -136-ის ნამსხვრევები ხარკოვის ოლქის კუპიანსკის მახლობლად იპოვეს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 28 დეკემბრის ღამეს რუსების მიერ გაშვებული 8 დრონიდან 7 ჩამოაგდეს. ოკუპანტებმა “შაჰიდის” ტიპის დრონებით თავდასხმა პრიმორსკა-ახტარსკის რეგიონიდან განახორციელეს.