უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 28 მარტის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 26 რუსული დრონი გაანადგურეს.
რუსეთმა შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები პრიმორსკო-არხანგელსკის ტერიტორიიდან ააფრინეს.
დრონები ჩამოგდებულია კიევის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონებში.