გასულ ღამეს, უკრაინელებმა 60 რუსული დრონი გაანადგურეს

გასულ ღამეს, უკრაინელებმა, 78 გაშვებული რუსული დრონიდან 60 ის განადგურება შეძლეს. 15 უპილოტო საფრენი აპარატი დაიკარგა, ხოლო 3 რუსეთსა და ბელარუსში დაბრუნდა.

“ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის შედეგად ჩამოგდებულია 60 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. 2 დრონი რუსეთში დაბრუნდა, ხოლო 1 – ბელარუსში. ნგრევის ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მოგვეპოვება”. – წერია უკრაინის საჰაერო ძალების ანგარიშში.