შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მცდელობისთვის პოლიციამ 4 პირი დააკავა. დაკავებული ოთხი პირიდან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
ხელწერილით გაათავისუფლეს “გახარია საქართველოსთვის” წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომელსაც პარლამენტის მანდატი აქვს და იმუნიტეტი იცავს. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება ორი პირი.