გაუგებარია იან კელის განცხადება, მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია – კალაძე

“გაუგებარია იან კელის განცხადება, მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია”- ასე ეხმაურება, თბილისის მერი, კახა კალაძე, საქართველოში ყოფილ აშშ-ის ელჩის განცხადებას.

“გაუგებარია იან კელის განცხადება. დავიწყოთ იქიდან, რომ მე შეურაცხყოფა არავისთვის არ მიმიყენებია. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებად, რომ მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებისთვის ან, ზოგადად, უცხოელი ჩვენი მიგორებისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს. არ არსებობს ეგეთი ფაქტი და გუშინდელი ჩემი ფაქტიც არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო, რომ თანამდებობის ნაწილში, რომელიც ითქვა ჟურნალისტის მხრიდან “მრჩევლის მოადგილე”, რომ მე არ ვიცოდი. შეურაცხყოფა მე არავისთვის მიმიყენებია”, – განმარტა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, კახა კალაძემ ერიკა ოლსონის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ არ იცის ვინაა ერიკა ოლსონი და ინტერესდება, რა თანამდებობა აქვს მას.

“ვინაა, ვისზეც საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი, ეგეთი თანამდებობა თუ იყო. არ ვიცი საერთოდ, რაზე საუბრობთ. ვის შეხვდა ეს ადამიანი, რა განცხადებებს აკეთებთ, არ ვიცი საერთოდ”, – ამბობს კალაძე.

საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით, კისინჯერიც ვერ მოიფიქრებდა – იან კელი კალაძეზე